ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 დეკემბერი, 2022


-

ჟანრი: ადამიანი და ცხოვრება
ჩემი სიბრძნეები (გიჟივით ნარცისი ვარ)

"უცხო ვარ, არაფერია
ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც უცხო ვარ".

"ჩემი ერთადერთი ცოდვა ამპარტავნებაა, რადგან ცოდვებს შორის ყველაზე ლამაზია".

"ისინი ჩემს ასაკზე ყოველთვის მაღლა არიან მაგრამ ცარიელები".

"კაცო, რეალობიდან ძალიან შორს ვარ".

"გული, რომელიც ოდესღაც თბილი იყო, ახლა ისეთი ცივია, რომ არასოდეს გატყდება".

"მთვარე, ვარსკვლავები, ზღვა, ბუნება საკმარისია ჩემი სუნთქვისთვის".

"ვგრძნობ სიძულვილს როდესაც მიყვარს და ვგრძნობ სიყვარულს, როდესაც მძულს".

"გაიღვიძე! დაბრუნდი რეალურ ცხოვრებაში".

"არასოდეს მოატყუო საკუთარი თავი, არასოდეს".

"ცივ ადამიანებს არ აქვთ გრძნობები".

"ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია".

"სიბნელე არ არსებობს, ყველაზე ბნელ ღამეშიც კი მთვარის შუქი ანათებს".

"დღეს პირველად ვთქვი "ბოდიში, მეტს არ დაგიშავებ" მაგრამ ეს პირობა იყო ჩემს გონებაზე გაყოლა
გულს ვუთხარი".

"ცხოვრება არ არის დამნაშავე, ყველაფერს  ადამიანები აკეთებს".

"არავინ ხდება მეძავი, მეძავად იბადებიან".

"სიყვარული შესაძლებელია?!
ჩემს თვალებში განსხვავება აღარ არის".

"უბედურება ისეთი მომხიბვლელია, რომ ყოველთვის მიზიდავს".

"ადამიანური გრძნობები ცივდება
რაღაც ჯანდაბა ხდება მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი, მომწონს ეს".

"გატეხილი ადამიანები
ნამსხვრევებით კედლებს აშენებს?!"

"ვიპოვე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი
და ახლა ვიცი რას ნიშნავს "შორს".

მ.დ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები