 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 დეკემბერი, 2022 |
დედაშვილობაზე ხშირად ვწერ სტატუსებს, მამაშვილობაზე იშვიათად... არადა მამაშვილობაც ისეთივე ძვირფასია, როგორც დედაშვილობა.
მამაჩემი - თამაზ რურუა სტუდენტობის პერიოდში, კომუნისტური მმართველობის დროს ლექსებს წერდა. მის პოეზიაში პატრიოტულ თემატიკას ეკავა წამყვანი ადგილი. მის ლექსებში ტერენტი გრანელის გავლენა იგრძნობა, რაც ჩემის აზრით ცუდი არ არის. გთავაზობთ მამაჩემის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მან 1977 წელს დაწერა. ლექსს ჰქვია „მწუხარების საათი“:
„ირგვლივ სიჩუმე და დუმილია, სადღაც შორს ისმის მწარე გოდება, გულში ჩამესმის ხმა იდუმალი, ეს სიზმარია თუ მოგონება.
ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება, ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება, ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი, დროსტარება და სიამოვნება.
ამევსო გული დარდით, ნაღველით, სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია, მსურს ვიარსებო იმ სიხარულით, ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია“.
არიან პოეტები, რომლებიც ერთი ლექსით ხდებიან ცნობილნი!
ანზორ აბულაშვილი საქართველომ ერთი ლექსით გაიცნო, ლექსით, რომელსაც „მახარობელი“ უწოდა! ომახიანად შემოუძახა ყველას: „წუხელის ბიჭი დაბადებულა!“
1985 წელს ბატონი ანზორი თავის კოლეგა გივი ჭიჭინაძესთან ერთად ქალაქ ფოთს ეწვია, პოეზიის საღამო გამართა, მამაჩემს თავისი ლექსების ბროშურა უსახსოვრა ასეთი წარწერით:
,,კარგ ქართველ კაცს, თამაზ რურუას, პატივისცემით, საუკეთესო სურვილებით
ანზორ აბულაშვილი“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|