ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2022


●●●( XXL )

ოჯახი.
სახელმწიფო.
მოქალაქე.
ომი.
მშვიდობა.
პოლიტიკა.
ლიტერატურა.
პოეზია.
პოეზია დიდი დოზით.
ადამიანი.

ოცდაორი მილიონერი
ერთ სტადიონზე,
ერთ ბურთს დასდევს და
ღარიბები ვგულშემატკივრობთ.
ჯერ ორით - ორი...
საქმე,
საქმე,
საქმე.
ცხოვრება? - ფიე!
არსებობა? - ჰუჰ!
აი ფონი!
და ამ ფონზე
რა სასაცილოდ მეჩვენება
ეს ვითომ ქალური პოეზია,
ნიფხვის ჩახდებით,
ყურძნის ჭყლეტვებით,
წურვებით და გადაწურვებით,
როცა  ვუსმენ ვინმე XXL -ს,
რომელიც გვამცნობს
ძველი სამყაროს დასრულებას
და სრულიად ახლის დაბადებას:
- მე ვარ ის უცხო მომავალი,
თქვენ რომ ვერ იტანთ.
ქალი ვინ ჩემი ფეხებია,
სულაც არ მინდა
რომ ვიყო ქალი,
ტრანსგენდერი ვარ.
ქალის მეტი ქვეყნად რა არის?
ვის რაში უნდა?
შეეგუეთ,
თქვენ ქმრებს მე ვუნდივარ,
წელს ზევით ქალი,
ტრუსებში XXL-ით.

თქვენ კი
შეშფოთებისფრად
გადახრილ მზის სხივს
აკვირდებით ფანჯრის მინაზე
და ნაქირავებ ოც კვადრატში
წრეს ისაკლისებთ,
თან გამუდმებით მასზე დადიხართ.
კონცეპტუალურ,
მოლეკულურ,
გეომეტრიულს
ეძებთ ეპითეტს.
დარდით მძიმდებით,
სხვისთვის სიტყვა არ გემეტებათ.

არც თავს ვიწუხებ
რამის ძიებით,
არც სალაშინი მიჭირავს ხელში,
არც სიტყვებს ვრანდავ,
არც სტრიქონებს.
თქმაც კი დამასწრეს,
რომ პოეზია სისულელეა.
პოეტი უნდა...
პოეტმა უნდა...
პოეტს უნდა...
პოეტის ჩარჩოც რა სასაცილოა,
ვით  უსიცოცხლო,
რუტინული საქმის მუშაკი,
რასაც ფიქრობს ვერასდროს იტყვის.

დანდობა სწორედ ისეთი უნდა,
გაგებაც სწორედ ისეთი უნდა
მე რომ ვიცი,
მაგრამ,
მეც კი დავმუნჯდი
მავან XXL რომ მოვუსმინე,
სავსე არისო
დედაენის ბაღი ჩვენებით,
ბევრნი ვართო,
ახლები მთლად
სხვანაირები,
გენდერწაშლილნი...
გავოცდი,
დავიჯერე,
განვიცადე
და გადავშენდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები