#ოპუსები
ნინო დარბაისელი
და, ეგ რა ფაქტია, არ გადამრიოთ!
ეს - ერთგან კომენტარად დავწერე და აქაც გადმომაქვს. ახლა რა ხდება: მოგეხსენებათ, ბეჭდურად გამოცემულ წიგნს - ტირაჟი აქვს, ანუ მრავალ მსურველს შეიძლება ჰქონდეს მისი ეგზემპლარი. არსებობს კოლაუ ნადირაძისეული ეგზემპლარი გალაკტიონის რომელიღაც კრებულისა, რომლის კითხვისასაც კოლაუს ლექსებთან გულწრფელი კრიტიკული მინაწერები გაუკეთებია.
კოლაუს გარდაცვალების მერე ეს ეგზემპლარი ვიღაცეებს ხელში ჩავარდნიათ. ამას არა უჭირს, გონიერი ადამიანი მიიღებდა როგორც ერთ, საგულისყურო ამბავს და შორს მიმავალი დასკვნებისგან თავს შეიკავებდა… მაგრამ არა! თურმე ვიღაცეებს ინტერნეტით გაუვრცელებიათ ეს მინაწერიანი გვერდები, როგორც მტკიცებულება, კ. ნადირაძე გალაკტიონს ებრძოდაო. (ბრძოლა - იციან ნეტა, რას ნიშნავს?) მართლა არ შესწევს ამ ხალხს სწორი ანალიზისა და მერე დასკვნების გამოტანის უნარი თუ მე მჭირს რამე? ან იქნებ საქმე აქ სულ სხვა რამეშია? ნუთუ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი, უფლება არა აქვს, თავის სახლში, წიგნის კითხვისას, თავის (!!!) ეგზემპლარზე რაც უნდა და როგორც უნდა, ის მიაწეროს? თუ მანდაც, ამ გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში, ნეო-კომუნისტური ცენზურა უნდა აკონტროლებდეს ვინმეს, რომ მარტოდ, წიგნთან მჯდომმა პიროვნებამ არაფერი დაწეროს, გულშიც არ გაივლოს რაიმე სახის კრიტიკული მიდგომა იმისადმი, რაც შენ ან მრავალს ურყევ ღირებულებად მიგიჩნევია. ერთი - სიზმრები-ღა დარჩენია საკონტროლებელი იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ ამისი უფლება აქვთ. ეს შეიძლება აღნიშნო, როგორც ერთი საინტერესო ამბავი და მეტი არაფერი. დავდგეთ მაშინ და გალაკტიონიც გამოვაცხადოთ მიზანთროპად და ასე შემდეგ, ისეთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნეგატიური ჩანაწერებია მის არქივში არა მხოლოდ ცისფერყანწელებზე, არამედ სხვებზეც. ხომ დევს ყველაფერი მის საიტზე და ხელმისაწვდომია. თუ ორმაგი სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ ლიტმცოდნეობაშიც: ერთს - რაკი გენიოსად მივიჩნევთ, გაგებით მოვეკიდოთ და ვაპატიოთ ფურცლის წინაშე მარტო დარჩენისას გულწრფელობა, მისით აღვტაცდეთ კიდეც , მეორე - რაკი მას გენიოსად არ მივიჩნევთ - ამის გამო დავადანაშაულოთ?!
რეკლამა:
ეწვიეთ საიტს galaktion.ge
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მინაწერზე გამახსენდა. სტუდენტი ვიყავი, როცა დოსტოევსკის „Бесы„/„ეშმაკეულნი“ წავიკითხე. ბიბლიოთეკის წიგნი იყო. წამოწოლილი ვკითხულობდი. პირველი ნაწილის დასასრული იმდენად ძლიერი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა, წამოვჯექი, მერე ფეხზე წამოვხტი, აღფრთოვანებისგან არ ვიცოდი რა მექნა, ტაში კინაღამ დავცხე. ტექსტში კი გაკრული ხელით ეწერა „Превосходно“. რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, რომ ვიღაცას, ვისაც ჩემამდე წაუკითხავს ეს წიგნი, იგივე განუცდია რაც მე.
მინაწერზე გამახსენდა. სტუდენტი ვიყავი, როცა დოსტოევსკის „Бесы„/„ეშმაკეულნი“ წავიკითხე. ბიბლიოთეკის წიგნი იყო. წამოწოლილი ვკითხულობდი. პირველი ნაწილის დასასრული იმდენად ძლიერი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა, წამოვჯექი, მერე ფეხზე წამოვხტი, აღფრთოვანებისგან არ ვიცოდი რა მექნა, ტაში კინაღამ დავცხე. ტექსტში კი გაკრული ხელით ეწერა „Превосходно“. რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, რომ ვიღაცას, ვისაც ჩემამდე წაუკითხავს ეს წიგნი, იგივე განუცდია რაც მე.
1. ნინო ძვიფასო გილოცავ დამდეგ ახალ წელს, რაც გულით გსურდეს ის აგსრულებოდეს ჩვენ ,შენი მკითხველები მომავალ წელს თქვენგან ახალ-ახალი საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებებს დაველოდებით.
ნინო ძვიფასო გილოცავ დამდეგ ახალ წელს, რაც გულით გსურდეს ის აგსრულებოდეს ჩვენ ,შენი მკითხველები მომავალ წელს თქვენგან ახალ-ახალი საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებებს დაველოდებით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|