ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 დეკემბერი, 2022


Борис Пастернак - Быть знаменитым некрасиво…

ბორის პასტერნაკი - სახელგანთქმულის ნუ გსურს არჩივი...

სახელგანთქმულის ნუ გსურს არჩივი,
ვერ აღგამაღლებს ქურუმს გრაკალის,
რა საჭიროა შექმნა არქივის,
მანუსკრიპტების ქექვა კანკალით.

თუ ხელოვნებას ვინმე უმღერის,
თავის გაწირვა უწევს ბაგინთან,
საძრახისია  ქება უმეცრის
და განდიდება ყოველ ბაგისგან.

ნუ გსურს ცხოვრების ორომტრიალში
თვითმარქვიობა, მსპობი შერისხვით,
დაიმსახურე სივრცის ტრფიალი,
მიაყურადე ძახილს მერმისის.

გრაგნილთა ნაცვლად, გამოტოვების
ნიშნით აღბეჭდე შენი ყისმათი
და ქვეთავები განვლილ ცხოვრების
წიგნის კიდეებს ანდე სიმართლით.

შეუმჩნევლობის ნახე სადგური,
ხამს დამალავდე ნატერფალებსაც,
ვით იმალება არე არმურში,
თითს ვერ მიიტან ოდეს თვალებთან.

ქვეყნად გახდები მრავლის მცნევარი
და შენს ნაკვალევს ბევრი გაჰყვება,
დამარცხების და მინაღწევარის
ოღონდ არ სცადო თავად გარკვევა.

ნურც განსაცდელი ავად მომცხრალი
ჩაგაქნევინებს ხელს მხნეს მუდამდღე,
არამედ იყავ მხოლოდ ცოცხალი,
მხოლოდ ცოცხალი დასასრულამდე!

20 დეკემბერი, 2022 წ.



Борис Пастернак - Быть знаменитым некрасиво…

Быть знаменитым некрасиво.
Не это подымает ввысь.
Не надо заводить архива,
Над рукописями трястись.

Цель творчества — самоотдача,
А не шумиха, не успех.
Позорно, ничего не знача,
Быть притчей на устах у всех.

Но надо жить без самозванства,
Так жить, чтобы в конце концов
Привлечь к себе любовь пространства,
Услышать будущего зов.

И надо оставлять пробелы
В судьбе, а не среди бумаг,
Места и главы жизни целой
Отчеркивая на полях.

И окунаться в неизвестность,
И прятать в ней свои шаги,
Как прячется в тумане местность,
Когда в ней не видать ни зги.

Другие по живому следу
Пройдут твой путь за пядью пядь,
Но пораженья от победы
Ты сам не должен отличать.

И должен ни единой долькой
Не отступаться от лица,
Но быть живым, живым и только,
Живым и только до конца.

1956 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები