დიგონის სადიდებელი „ დიგონი დიონისეს მეორე სახელია “ თ. ქოროღლიშვილი
თვალმწიფე და რქაწმინდა, დაიღვაროს ყანწიდან. ნათელი და დიდრონი დადგეს ჟამი დიგონის. რქისა და რქაგრეხილი ემზისღვრილოს რქასანთელს. ღმერთო, ემზეწურვილე ამ ჩემს ნანისნანატრევს. ახარე და ამრავლე ხემზისცური, ცისმცქერი მზესეული მესერი, მზერეული, მზისყელი. ცასუცქირა ჯამებში იწინღვინოს სულწყარომ ცისკრის სველ ანჯამებში მოწანწკარე უფალო. იყოს ღვინის ზეიმი: ფერსართული ალთასმა, ყელს ალმასის კოცონი გაიჩაღოს ათასმა... ალსასმური შეებას ალიარს და ჰანგიარს. ჩანგიარი ჩაუძვრეს სულში ლექსის მაგიას. ალისმაგი - ალიჰანგს, ალიჩანგი - ვაზიჩანგს ფესვჩანგური რქაჩანგურს ჩაიდედებს, ჩაიკრავს. ვოჰოინენე! იქამდე - ვიდრე ყელი მეტკინოს: თავბადაგო, თავტკბილო, რქაბადაგო, ფერტკბილო. ალიკვარი - თვალიკვარს, თაფლისული - ღერომზეს ალიღერო რქასხივზე ძირწრფელს მოიმღეროდეს. ეჰეი, დიდო დიგონო, მზევინარო, მზევარო, მზეო, ორგზისშობილო, ხეო, ნათლის მხევარო. მზერხეულო, ხვეულო, აზირვაზო, სპავაზო, მზემდინარეს, სხივეულს, სამზეგრძელოს გთავაზობ. ფერვაზტანი - ფერხმოვანს ხმავაზთანი - ალივაზს ალიღვინო - ღვინისალს, რქა ალირქას აისხამს. სხივკიბული - მზისკიბულს, ალისკიბე - მზისკიბეს სხივკიდური მზისკიდურს მისკიეთას მიჰკიდებს. ალითასი - ალიზარს, ალთაპირი - ალისტანს ალისთვალი ალიკვალს ცისკრის კართან აიტანს... ალიწონა დიგონო, მზე დალიე, ალი სვი, ალისახე დაგეწვას, ალიცრემლი დამისხი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვახ! რა ძალიან მომეწონა, როგორი სიტყვათთამაშია. ფრიადი+
ვახ! რა ძალიან მომეწონა, როგორი სიტყვათთამაშია. ფრიადი+
2. მზეო, ორგზისშობილო, ხეო, ნათლის მხევარო. მზერხეულო, ხვეულო, აზირვაზო, სპავაზო, მზემდინარეს, სხივეულს, სამზეგრძელოს გთავაზობ. მზეო, ორგზისშობილო, ხეო, ნათლის მხევარო. მზერხეულო, ხვეულო, აზირვაზო, სპავაზო, მზემდინარეს, სხივეულს, სამზეგრძელოს გთავაზობ.
1. დიოგენეს საძმოსეულია :)
დიოგენეს საძმოსეულია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|