მტკვარი დიოდა... მტკვარი დიოდა... მაშინ, როდესაც წერდა მუხრანი, მთვარე ესვენა გალაკტიონთან და დიღომს იყო ვრცელი უღრანი. მტკვარი დიოდა... ათონს ეძინა... ახალ ათონზე იდგა მდევარი და მერამდენედ ეცა მხეცი და დასცა მან ქართლი, დაუდევარი. ვერსად ნახავდი ეკვდერს ძველქართულს, ბლომად იგემა, შლეგმა, ენგური, იკარგებოდა, ვითარცა ქალდუ, მხოლოდ ისმოდა ალაგ-მეგრული, და ფუძე ესე, და განძი ესე ითარსებოდა გესლით მკბენარით, და იდგა გაღმა მთაზე მედრესე და აღარ ჰყავდა ქართველს მტბევარი. თავს იწონებდა მონღოლის მოდგმა, რომ მოქვის ოთხთავს სისხლი დიოდა. დიოდა მტკვარი, დიოდა, ჰოდა, ლაჯებს სულ ჩოქვით გადადიოდა, მაშინ, როდესაც წერდა მუხრანი და დიღომს იყო ვრცელი უღრანი... უწინდებურად აღარც მამალი აღარ ყიოდა... მხეცთან ნაჯვარმა ქართლი დადაღმა ენგურს გადაღმა და ქცევა იწყო წარმართულად ჩვენში ადამმა და ჯვარს სციოდა... და კეხვს სციოდა... თერგსაც სციოდა, რადგანაც თემში მიატოვეს ამბთა მოყოლა და რადგან ხევსურს ვეღარ სცნობდა, ვეღარ, ჯოყოლა... იყო უღრანი, მაშინ, როდესაც არგვეთელი წერდა მუხრანი, და აღარ ჰყავდა ქართველს მტბევარი. დიოდა მტკვარი...
2018
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შესანიშნავად, მელოდიურად და უმაღლესად შესრულებული. შესანიშნავად, მელოდიურად და უმაღლესად შესრულებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|