| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2022 |
ღამეს ვათევ შენთან ერთად , თუმც შენ ისევ შორსა ხარ... დამალულა მთვარის ლანდი, ნაოცნებარ ღამეში. უსასრულო სამყაროს და ოცნებების მონა ვარ, შენ კი იქნებ არ იკადრო, ბრალი დამდო რამეში.
რა სიმაღლეს უნდა შეწვდე, შენ მტირალა ტირიფო? წლებთან ერთად იზრდები და თავს კი ისევ დაბლა ხრი, გაგახსენდე იქნებ ოდეს და ღიმილით მიკითხო, ეშაფოტზე ხომ არ დავდე , მე სინდისი საძრახი.
მიდის წლების ქარავანი, დიუნების ტალღებში. სიცხე მწვავდა, სულს კი ისევ ძველებურად ციოდა, ოცნებებში ნაშენები, ბაბილონის ბაღები, ჭკნებოდა და გაუშლელად ყვავილები ცვიოდა.
მთვარის ჩრდილის კაკანათში, დაგიჭირო იქნება... დამალულა მთვარის ლანდი, ნაოცნებარ ღამეში. უსასრულო სამყაროს და ოცნებების მონა ვარ, შენ კი იქნებ არ იკადრო, ბრალი დამდო რამეში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაც შორს დევს განძი, მით უფრო ძვირფასია! რაც შორს დევს განძი, მით უფრო ძვირფასია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|