ბორის პასტერნაკი - მარტი
დააჭირა მზემ და დადგა ალხი, ხრამში შმაგი ღელე შხეფებს აფრქვევს, ვით ფუსფუსებს ბრგე მერძევე ქალი, გაზაფხულსაც ხელში უდუღს საქმე.
დაშრობია ლილოს სისხლი ძარღვში, დნება რუხი საფარველი მიწის, გომურიდან გაიგონებთ ღარღილს და კბილებიც ელვარებენ ფიწლის.
სრბოლა გიჟურ ღამეების, დღეთა! თოვლის ლხობა შუადღის მზის გზნებით, გალეული ლოლუების ღვენთვა და რატრატი ძილგატეხილ ფშნების!
გახსნილია კარი გომის, თავლის, შვრიას კენკავს ჯუფთად მტრედთა გუნდი, მჩქეფარების აქ თავიდათავის - ფუნის, სუფთა ჰაერს ასდის სუნი.
25 დეკემბერი, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხს. დღე, 2022 წ.
Борис Пастернак – Март
Солнце греет до седьмого пота, И бушует, одурев, овраг. Как у дюжей скотницы работа, Дело у весны кипит в руках.
Чахнет снег и болен малокровьем В веточках бессильно синих жил. Но дымится жизнь в хлеву коровьем, И здоровьем пышут зубья вил.
Эти ночи, эти дни и ночи! Дробь капелей к середине дня, Кровельных сосулек худосочье, Ручейков бессонных болтовня!
Настежь всё, конюшня и коровник. Голуби в снегу клюют овес, И всего живитель и виновник — Пахнет свежим воздухом навоз.
1947 .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|