ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2022


მსგავსად წერილისა

და აჰა, ოცდამერვე წელსა
ხელახლა ვიშვი.
გვერდიდან შევყურებ საკუთარ ჩვილობას,
აღვსდგები მკვდრეთით მსგავსად წერილისა.

ზამთრის ღამეში ბუხრიდან გამოსული სითბოსავით მომიცვა კმაყოფილებამ.
ვალდებულებები წასაკითხი წიგნებივით მიცქერენ.
თითქოს ხორცის საკუწი მანქანა გამევლოს,
რამდენი წელი დამიხრჩვია, რამდენი წელი?!

ჯერ უნდა მოკვდე, რათა იშვა, რათა იცოცხლო,
მე კი ამ დღემდე ვერ ჩავჭიდე სიკვდილს ხელები,
რომ ამომეჭრა მეტასტაზები.
შენ, გევედრები - იყვნ ნებაი შენი.
დაე, იყვნ ნებაი შენი !

თვალდახუჭული გამოგყვები, რათა მომეცეს,
სამყაროს ხელა გამბედაობა.
რამდენი წელი გამიფლანგავს,
რამდენი წელი,
პატარ-პატარა ცოდვებში და სიამოვნება
მეგონა მხოლოდ სხეულის ტკბობა...

და აჰა, ოცდამერვე წელსა ხელახლა ვიშვი
და მჯერა შენით,
რომ აღვსდგები
მსგავსად წერილისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები