ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 დეკემბერი, 2022


George Gordon Byron - My soul is dark

ჯორჯ გორდონ ბაირონი - დაბნელდა  სული (ებრაული მელოდიებიდან)

დაბნელდა სული - მომართე ჩანგი,
სანამ მუსიკის ჯერ ძალმიძს თმენა,
თლილი თითებით საამო ჰანგი
აახმიანე, დამიტკბოს სმენა.

ეძვირფასება თუკი ნუგეში,
გულს კვლავ მონუსხავს ჰანგების ჩქამი
და მიჩქმალული ცრემლი უპეში,
წამსკდება - ტვინში ჩამიქრობს სახმილს.

ველური იყოს დაკვრის ყაიდა,
არ მსურს მომესმას ჰანგი გამრთობი,
მუტრიბო, გული თუ ვერ ატირდა,
გაიბზარება ბედის ბასრობით.

გული, ნაკვები გაბედითებით,
ხასიათს ვეღარ გამოისწორებს,
ან უნდა გასკდეს მძიმე კირთებით,
ან დაემონოს ჰანგთა სიმწყობრეს!

27 დეკემბერი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  https://en.wikisource.org/wiki/The_Works_of_Lord_Byron_(ed._Coleridge,_Prothero)/Poetry/Volume_3/Hebrew_Melodies/My_Soul_is_Dark

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები