ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2022


ჩვენი ბრალია

რას მემართლები, კალამო?!
დღეს, როცა წამიც - ფულია,
როცა გაძვირდა სალამიც,
დადგე და წერო - რთულია!

არადა, მეც გეთანხმები,
სწორედ რომ დროა ლექსების.
თორემ ბობოლა ახვრები
გახდნენ დამდგენნი წესების.

როგორ გაგვექცა ის წამი?!
რა ჩაგვეძინა ასეთი?!
ღმერთად რომ ფული ვიწამეთ
და დეგრადირდნენ მასები?!

ალბათ გაგვყარა სიკეთეს
ტაშით დამტკბარმა დროებამ
და დრო უმალვე იხელთეს
უნიჭო უღმერთოებმა.

შეკრიბეს, სული აცალეს,
გაძარცვეს სიტყვის კონები.
ძველი რაც იყო დაცვალეს,
შთაბერეს სილიკონები.

ვიცი, ჰო, ვიცი, კალამო,
ჩვენია დანაშაული!
გამოსწორებას არც ვლამობთ,
ბალია ათი შაური...

მერე ნუ გაგვიკვირდება,
რომ ლექსის წერა რთულია,
გამარჯობა რომ ძვირდება
და დღეს რომ წამიც - ფულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები