 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2023 |
მოვედი და გითხარი ჩემო თავო -დამიმგზავრე, დამიმეგზურე ცხრა ხე გამხმარო, სახე დამჭკნარო შეიმჩნიე როგორ ვიხრები ტირიფებივით წყლისკენ, ნუ აორთქლდები. ხშირად თუ არა, არც თუ ისე იშვიათად გამოაშრე ლექსებში გამოუყენებელი სიცოცხლე, უკმეხად რომ მიუგდე თითოეულ მოუმზადებელს მთელი სიმშვიდით. ბუსუსებისგან ვერგაწმენდილ მოსასასხამად გადავიქეცი, ხან ვინ ჩამიცვა, ხან ვინ ისე უდიერად წაღმა მიმაგდო, გეგონებოდა გამოფლეთილი სარჩულის ნახვისგან იხსნა სამყარო, რომ არავის შევძულებოდი. ვიხილები და ვერსად მოვდივარ, ფეხები უკან მრჩება იმ უდროობის ჩასატეხად, რომელმაც დამთარსა და სიახლის შიში გადამალახინა სამაგალითო დაუდევრობით.
31 დეკემბერი 2022 წლის
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|