სავარძელში ზის ექვთიმე — პარიზმა რა იცის არტო! — უდაბნოში ამოხეთქილ წყაროსავით მარტოდმარტო. ეპარება სუსხი სარკმელს, მუხლზე უდევს, მხცოვანს, ხელი და ჭრაქივით უკანკალებს, რის არვინ ჰყავს დამნახველი... შორს, შორს დარჩა ლიხაურის კრიმანჭული, ტკბილი ღვინო, მაგრამ აქაც შველის, მწყურვალს, ჭის წყალივით თეთრი ნინო. უწყის იმან, ეთქმის სიტყვა როგორც კაცთან, ისე ღმერთთან და მოსესებრ ძალას იხმობს, რომ დაბერდეს, როგორც მცხეთა ამ შუაგულ საფრანგეთში, სადაც მოჩანს ეიფელი... მაგიდაზე უდევს ჭრაქი, ჭიქა წყალი, პური ხმელი. დღემდე მაინც სჯერა მხოლოდ იმის, რაც კი უვსებს ოთახს და არ ახსოვს უდაბნოში დაყუდებულ ბერს რომ მოჰგავს. ზის სარკმელთან, ჯოხით ხელში, ჩაჰბუდვია ჭვალი გულში, საქართველო არის მითი, აქ გაჰკივის მულენ-რუჟი. აღარ დრტვინავს, მხოლოდ კვნესის, როცა ტეხავს სახსრებს შორის, აღარ ახრჩობს დიდი ხნის წინ ჩამომდგარი სუნი შმორის და დგას მყარად, როგორც ხანძთა... წევს ხიდის ქვეშ ცივი სენა. შეგროვება ძვირფას ქვათა დაავალა იმას ზენამ, ზის, ხმელი და უსაუბრო, Სავარძელზე უდევს თავი, შარშანდელზე კიდევ უფრო გაფითრებულ ფრესკასავით...
2019
დღეს ექვთიმე თაყაიშვილის, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების დღეა! არაოფიციალური მონაცემებით... გილოცავთ, ურაკპარაკელებო! აქვე გილოცავთ ახალ 2023 წელს! მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ექვთიმე თაყაიშვილი მართლაც სულკურთხეული. დიდებული მიძღვნაა. ექვთიმე თაყაიშვილი მართლაც სულკურთხეული. დიდებული მიძღვნაა.
4. უღრმესი მადლობა, შემოგევლე! <3 <3 კი, ასეა! რა ბედნიერებაა, რომ გვყავდა! ჰყავს საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილი!!! უღრმესი მადლობა, შემოგევლე! <3 <3 კი, ასეა! რა ბედნიერებაა, რომ გვყავდა! ჰყავს საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილი!!!
3. საოცარი ემოცია მოიტანა. მართლაც, ღმერთკაცი იყო, სულკურთხეული საოცარი ემოცია მოიტანა. მართლაც, ღმერთკაცი იყო, სულკურთხეული
2. უღრმესი მადლობა!!! <3 <3 უღრმესი მადლობა!!! <3 <3
1. დიდებულია!! ყოჩაღ ავტორო!! 5 გილოცავ შობა-ახალ წელს ურაკპარაკო!! დიდებულია!! ყოჩაღ ავტორო!! 5 გილოცავ შობა-ახალ წელს ურაკპარაკო!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|