როგორ უნდა ვიშოვო პოეზიით ფული? ბედნიერი რომ ვიყო და გახარებული, ცოლს რომ ჰქონდეს ჩექმა და შვილს რომ ჰქონდეს პური, შვილს მანქანაც ჰქონდეს და არ წყდებოდეს გული სხვის სათამაშოებზე, იყოს ანთებული. სახლი იყოს თბილი და სულ განათებული. მამა იყოს მშვიდი და დედა გაბადრული, მე არ ვიყო დაღლილი და არც დატანჯული, რომ არ ჰქონდეთ მომხვდურებს თავზე გადაჯმული, ვიყო დასასვენებლად ან დასვენებული, უფრო მოსიყვარული, უფრო მეგობრული, მქონდეს აგარაკი და აღარ მქონდეს შური აგარაკიანების, მოდაზე ჩაცმულის. დავიღალე ამ ფიქრით ტვინში გახლართულით როგორ უნდა ვიშოვო პოეზიით ფული?