ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2023


* * *

უკურკო ხურმების სისველე
და შენი ტუჩების ზეფირი
ვისწავლე. გადავიზეპირე.
კისერზე წითელი ბისერი.
საღამო თავისით დალაგდა,
მუმი ტროლი და ზემფირა.
საყურე გეკეთა. საფირი.
ისმოდა შრიალი სმარაგდის.
კედელზე გოია ეკიდა.
შიშველი. უმანკო. ავხორცი.
თვალები დახუჭე. გაკოცე.
საფირის საყურე გეკეთა.
ფანჯრებთან დილამდე ყინავდა.
ლავიწთან ათასჯერ შეგეხე
ჰერცოგინიას-შეიხი.
გავშალეთ როგორღაც დივანი.
და შენი ტუჩების ზეფირი,
უკურკო ხურმების სისველე.
ფლამინგოსმაგვარი კისერი.
ვისწავლე. გადავიზეპირე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები