ჩამოვიტოვოთ, სახლები და ნასახლარები, ძველი ბაქანი - მატარებლის… საქანელები… ჩამოვიტოვოთ, ის რაც ერთხელ დავთმეთ, დავტოვეთ. და მერე ფერფლი შევაგროვოთ (თითქოს გათოვდა). ჩამოვიტოვოთ კლინიკები, სკოლები, მორგი, ნავსადგურები (აქ დავტოვებ ჭაობსაც, პარკსაც), და თუ გაჭირდა ვინახულოთ მაშინ ფერია... ზღაპრის მოტივზე იყო და არ... (არ აირიო, მომიარა, არაფერია). * კედლები გვექნება ენდორფინის, ერთ-ერთზე გავაკრათ დიდი რუკა, რუკაზე ავღნიშნოთ წყვეტილებით, ადგილი, რომლებიც ვცადეთ უკვე. ჭერზე დუმს ასობით ორიგამი, ჰგვანან მოწყვეტილ თვითფრინავებს, გავაკრავთ ორი მოჰიკანის სულებს, ერთად რომ დაფრინავენ. ჩავუჯდეთ სახლის კინოთეატრს, სანამ ჩაირთვება გაი რიჩი, ვცადოთ მოვამზადოთ ბატი-ბუტი, არცერთმა დრო აღარ დავინიშნოთ. კედლები იქნება ენდორფინის, ჭერზე უთვალავი ორიგამი... ასე ვიოცნებებთ ალაგ-ალაგ, ორი დაბნეული მოჰიკანი...