ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2023


იარაჯულის ფიქრები

მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
ილია მეორეს, 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად

თქვენ არა მხოლოდ ილია მეორე ბრძანდებით, არამედ მეორე ილია.

თამაზ კვაჭანტირაძე

მთად კვირისა ზმუის, ცალი, მარტუღელა —
მიგატავას გუგუამ და ხთისომ.
მეცხვრემ ცხორი გადარეკა ზე ღულიდამ,
რა თქო ერთამ, შენ, არღუნის ნისლო!
ან ვქნაევ აქ, მარტოკა აპარეკამ,
ბერდედაშჩემ* ჯავარაის ხნისო...

უცდი წვიმას, ვით ბითაო** კიდუაი,***
ხევისაკე გული არ იცდისო...
დაჯექ ჩემსა და ჩამასთქვი სამდურავი,
მაგრამ არა სამდურავი მკდრისო.

გუდანიდამ მზე ამაად ხევსა მივას,
თავისწვერა,**** შორმალთ, ერჩი ცდისო,
პირიქითას ჩვენ აქეთა გვეძახნიან,
აქეებთას სამყოფოა მგლისო.

მახისმაღალს შენ ზე გულაღმ შაიწვენდი,
ვერა ქნაევ, მზევ, ეფარე ჩრდილსო!..
მამიედი, აპარეკას, მამიედი,
მარტუღელა შავ არღუნის ნისლო.

2023
────────────────
* ბერდედაშჩემ — (ხევსურული დიალექტი) ბებია;
** ბითაო — (მოხეური დიალექტი) 1. უთეთრესი; 2. ნარჩევი საქონელი, ცხვარი;
*** კიდუაი — (მოხეური დიალექტი) უბატკნო მეწველი ცხვარი;
**** თავისწვერა — (მოხეური დიალექტი) თავნება, თავგუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები