 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 6 იანვარი, 2023 |
*** როდის იყო გარბოდი და შენი სიტყვის ვინმეს სჯეროდა?!
*** უბრალი ცხოვრებით შენში სხვაც ცხოვრობდეს, ღმერთად დაბადების ტოლფასია.
*** მოძრაობს და მიკვირს, მე ეს შევძელი, მიუხედავად გულ-მუცელის მრავალჯერ ამორევისა.
*** მზეს დავატარებ და მლოცავს ნაფოტი, მუხას მოწყვეტილი, თუმც გადარჩენილი.
*** ჩემში დრო მიდის, მასში გაჩერებულა სიხარულად, ყველა დედისთვის მარადიულობად ბოძებული.
*** მას არ აღელვებს რა იქნება, რა იყო, არ ირჩევს მდგომარეობას, რაც არის იმას უღიმის და მასთან შესახვედრად ემზადება.
*** ბიჭია თუ გოგო?!... მუცელში მაინც ვაცადოთ, იყოს უსქესო, უსახო და უსახელო.
*** ხელი შევახე- დაიძინა, დაველაპარაკე-შეიშმუშნა.. დუმილი შეურჩევია სიბრძნედ მუცლიდან.
*** მგავს არსებობით. არის თავისთავი, თავისსწორი და უსხვამსგავსო.
*** ნივთების გადაყრა-გადალაგებას მოვრჩი, ხალხიც შეცოტავდა. სივრცე გათავისუფლდა ახალი ადამიანისთვის.
*** ქარიც ხომ დარდობს, შრომობს და ტოკავს, ბალახს აცხადებს შეურაცხადად.
*** წვიმის წვეთია ყინვის ნაჟღენთი, თუ გაიდარებს, მზესაც კი დაბანს.
*** მიდის არავისთვის დრო, ცარიელი ურემივით, ცხენებს კი შეეტყოთ, ფლოქვების ჩლუნგ თქარათქურზე.
*** უსმინე მთას, უყურე ზღვას და შეეხე ბალახს.. გულზე ხელი დაიდე და კითხე, კიდევ აინტერესებს თუ რისთვის მიცხოვრია?!
*** რასაც ვერ ვხედავთ, მისი ხომ გვესმის, რისიც არ გვესმის, მას მაინც ხომ ვხედავთ?! ჩვენს თავში ჩავიხედოთ, სხვებზე პასუხი იქვეა, ხშირად სარკეში ჩახედვას.
*** ვგრძნობ უსიტყვოდ, თვალებით ვცნობ ადამიანებს, რას იმეტებენ და რაზე უბრუნდებათ ფიქრი და გუმანი.
*** ჩიტს გალიაში მაინც დაუყვავე, ყვავები თავისუფლებაშიც ეყოფა.
*** გძინავს თუ გღვიძავს ერთი ფასი აქვს, თუ არ მოქმედებ, მდგომარეობა ნახევარი ზმნაა იცოდე.
*** მზესავით იღიმის, მთვარესავით იბადრება და, ჯერ მხოლოდ ადამიანივით იყურება, კრიალა გულითა და სუფთა სულით ხელს ართმევს უფალს.
*** გვამცნო ვინც არის და თავადვე გაუხარდა, სიხარულის მაცნე რომ გახდა.
*** ახალშიბილი ცვარ-ნამი და სითბოა დედის ცრემლზე მონავარდე მარგალიტივით, ტანჯვის შედეგად გამობრწყინებულ დაგვირგვინებად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მეც გილოცავთ, ვანანო!
მეც გილოცავთ, ვანანო!
4. ძალიან დიდი მადლობა ქ-ნო მზია, გამახარეთ!! ნათლისღებას გილოცავთ!! :)) ძალიან დიდი მადლობა ქ-ნო მზია, გამახარეთ!! ნათლისღებას გილოცავთ!! :))
3. საინტერესოა, განსაკუთრებით ახალი სიცოცხლის შეგრძნება. ფილოსოფიურად აღქმისთვის ფრიადი
საინტერესოა, განსაკუთრებით ახალი სიცოცხლის შეგრძნება. ფილოსოფიურად აღქმისთვის ფრიადი
2. მადლობა მუხა :)) მადლობა მუხა :))
1. ძალიან მომეწონა, თავიდან მეგონა თარგმანი, , რადგან თქვენი შემოქმედებაა , უფრო მომეწონა . სუყველა კარგია, ბოლოდან მესამე ძალიანი და სულ ბოლო ბრწყინვალე
ძალიან მომეწონა, თავიდან მეგონა თარგმანი, , რადგან თქვენი შემოქმედებაა , უფრო მომეწონა . სუყველა კარგია, ბოლოდან მესამე ძალიანი და სულ ბოლო ბრწყინვალე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|