ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2023


შობა

ჰო, შობის ღამეს თოვლი უხდება,
თეთრი, უმანკო, ქათქათა თოვლი.
სანამ ბეთლემში მოგვები მოვლენ,
დაიფარება თოვლით მუხლები.
არ ეძინებათ იმ ღამით მწყემსებს,
რომ ჩვილ იესოს მათ სცენ თაყვანი,
იხილონ ბაგა-ქრისტეს აკვანი,
მეც შევეგებო ამ შობას ლექსით.
მე, არცთუ ისე დიდი მგოსანი
ან შესაძლოა, ვინ იცის, ისეც,
გამოქვაბულში იტირებს ქრისტე,
ისმის: მაღალთა შინა, ოსანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები