უძინართა მზევ და ვარსკვლავო ძლიერ კაეშნის! შორით გაკრთება შენი მთრთოლი სხივი ღამეში. ბნელის გაფანტვის შენ არ შეგწევს მეტი ძალ-ღონე და ღირსახსოვარ წარსულის დღეთ ოდენ გვაგონებ!
ასე კამკამებს გარდასული ჟამის ნათება, უძალო სხივით თუმცა გული ვეღარ გათბება; გვასევდიანებ, შორეული როცა ციმციმებ, სხივმოიეფე გვაგრძნობინებ მრუმის სიცივეს!
11 იანვარი, 2023 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|