ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2023


ვეითინგი




***
"ვეითინგზე" ველი შემომსვლელს,
ხელში საბუთებითა და ჩანთით,
საზღვრის ბეჭდიანი ცემეერითა და ინვოისით,
წყალს და ყავასაც მოიყოლებს,
ვზივარ სამუშაო კორიანტელში,
ვკრებ ყველა დეტალს,
ვასიცოცხლებ დეკლარაციად.
წონებზე გასვლა, ჩაშლილ კოდებით,
ადეკვატურად რათა აღგიქვან.
ღირებულება სწორ ვალუტაში და სატრანსპორტო
ხარჯის გადანაწილება ბრუტო წონითაც.
ყველაფერია აქ, საქონლად რაც იწოდება,
ფიტო და ვეტით რაც ივსება, რაც იკითხება.
აქ რაც მაკლია, ნაკლები ღელვა და სიმტკიცეა,
არ მერთულება, გამოცდილებით რაც კი მომეცა.

***
სხვები მოძრაობენ, მე ვდგავარ,
სივრცეში გაყინულ კელაპტარივით,
ცეცხლს მიკიდებენ და არ ვიწვი,
ვდგავარ ახლა სიზმრების კართან.
თვალგახელილი ჩემს სევდას ვუმზერ,
როგორ დათოვლილ ყინვიან კასრებს,
ხელს ვერ მოკიდებ,
კლდის სვეტივით ჩამოტეხილს,
სანთლის სარკმლიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები