| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2023 |
კედელზე კლიმტი და ლოტრეკი, მუსიკა - ხან ბლუზი, ხან ჯაზი. ვზივარ ერთ კუთხეში, მოტეხილ, უპარტნიორობა მაბრაზებს... ვწრუპავ დაძველებულ კონიაკს, ვუსმენ საქსაფონის ვირაჟებს. რაღაცა მოხდება, მგონია, წვიმაც ამბავს მიწერს მინაზე... ამ ბარში ვნებაა დიჯეი, იცის რა მუსიკა დაუკრას... ჩემი მარტოობა დინჯია, სასმელთან ხმადაბლა ვსაუბრობ... მუსიკა, სიგარა, აბსენტი, განწყობას ეს ბლუზი უხდება. რაღაც უცნაური აქცენტით მიყურებთ ნაშიშვლებ მუხლებზე... იქნებ, არაფერი ისეთი, მზერაა მხოლოდ და რა მერე... თვალებით ვთამაშობთ ბისერით, რაღაც უჩეულო მანერით... ყველაფერს სიგიჟის ფონი აქვს, განწყობას, მუსიკას, განცდასაც, იწყებს ემოცია ფორიაქს, მგონი, ყლუპი ვნება გადამცდა... თითები გრძელი და ნატიფი, მზერა - გამოცდილი მეკობრის. ვატყობ, მოვიხიბლე ამ ტიპით, მანძილიც, ჩვენ შორის შემოკლდა... მუსიკა, სიგარა, აბსენტი, ყვრიმალთან ჩურჩულის შეხება... იქნება, გამოკრას სასხლეტი, "მისმა უწესობამ", შემთხვევამ?..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რავიცი აბა, მეოთხე კომენტარისგან განსხვავებით, მე მომეწონა :) რავიცი აბა, მეოთხე კომენტარისგან განსხვავებით, მე მომეწონა :)
5. 4. ჯახირით ჩავედი ბოლომდე, ისიც იმიტომ რომ ჩემ თავთან მართალი ვიყო შეფასებისას.
საშინელებაა. ხომ შეიძლება ცოტა ორიგინალურად? ეს ათასჯერ გადამღერებულო ფრაზები, კონიაკი. სიგარამ და აბსენტმა ხომ მომკლა..
ბატონო თუ ქალბატონო ჩრდილი, თქვენც რატომ იჯახირეთ, აწი ის ნაწარმოები წაგეკითხათ, რაც "საჯახიროდ" არ გაგიხდიდათ საქმეს, როგორც თავად ბრძანეთ ამ "საშინელებაზე" რატომ დახარჯეთ დრო?.. ის იკითხეთ, რაც არ "მოგკლავთ" და პირიქით, მოგარჩენთ... თქვენს ფუჭად დაკარგულ დროს ვწუხვარ ნამეტანი... :) 4. ჯახირით ჩავედი ბოლომდე, ისიც იმიტომ რომ ჩემ თავთან მართალი ვიყო შეფასებისას.
საშინელებაა. ხომ შეიძლება ცოტა ორიგინალურად? ეს ათასჯერ გადამღერებულო ფრაზები, კონიაკი. სიგარამ და აბსენტმა ხომ მომკლა..
ბატონო თუ ქალბატონო ჩრდილი, თქვენც რატომ იჯახირეთ, აწი ის ნაწარმოები წაგეკითხათ, რაც "საჯახიროდ" არ გაგიხდიდათ საქმეს, როგორც თავად ბრძანეთ ამ "საშინელებაზე" რატომ დახარჯეთ დრო?.. ის იკითხეთ, რაც არ "მოგკლავთ" და პირიქით, მოგარჩენთ... თქვენს ფუჭად დაკარგულ დროს ვწუხვარ ნამეტანი... :)
4. ჯახირით ჩავედი ბოლომდე, ისიც იმიტომ რომ ჩემ თავთან მართალი ვიყო შეფასებისას.
საშინელებაა. ხომ შეიძლება ცოტა ორიგინალურად? ეს ათასჯერ გადამღერებულო ფრაზები, კონიაკი. სიგარამ და აბსენტმა ხომ მომკლა.. ჯახირით ჩავედი ბოლომდე, ისიც იმიტომ რომ ჩემ თავთან მართალი ვიყო შეფასებისას.
საშინელებაა. ხომ შეიძლება ცოტა ორიგინალურად? ეს ათასჯერ გადამღერებულო ფრაზები, კონიაკი. სიგარამ და აბსენტმა ხომ მომკლა..
2. გემო და ვნება აქვს თქვენს პოეზიას <3
გემო და ვნება აქვს თქვენს პოეზიას <3
1. კარგი და ლაღი ლექსია განწყობიანი
თითები გრძელი და ნატიფი, მზერა - გამოცდილი მეკობრის. ვატყობ, მოვიხიბლე ამ ტიპით, მანძილიც, ჩვენ შორის შემოკლდა... მუსიკა, სიგარა, აბსენტი, ყვრიმალთან ჩურჩულის შეხება... იქნება, გამოკრას სასხლეტი, "მისმა უწესობამ", შემთხვევამ?..
ჩვეულ ფორმაში ხართ თანანა :)
მოკითხვა და წარმატებები კარგი და ლაღი ლექსია განწყობიანი
თითები გრძელი და ნატიფი, მზერა - გამოცდილი მეკობრის. ვატყობ, მოვიხიბლე ამ ტიპით, მანძილიც, ჩვენ შორის შემოკლდა... მუსიკა, სიგარა, აბსენტი, ყვრიმალთან ჩურჩულის შეხება... იქნება, გამოკრას სასხლეტი, "მისმა უწესობამ", შემთხვევამ?..
ჩვეულ ფორმაში ხართ თანანა :)
მოკითხვა და წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|