ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2023


ოქროს მამლისზღაპარი

    ღამისა და დღის გასაყარზე ოქროს  მამალმა  ფრთები ხმაურით  შეათამაშა  და ისე ძლიერად დაიყივლა , ,  რომ მთელი სოფელი  ძილ-ღვიძლიდან გამოაფხიზლა, თითქმის..
მალე, მის ყივილს ყივილები აჰყვა,  რაც იმას უწყოდა, რომ სამამლეთი სოფლად,საკამაოდ
მომძლავრებულიყო.
ჩვენი ლიდერი მამალი ომახიანად და ამაყად გაუყვა ფართო შარას.ამასობაში, ირიჟრაჟა, კიდეც.
-საით  მიიჩქარი,  ოქროს ბიბილოვანო?-წამოეწია ფრთაქათქათა მტრედი.
-სინდისის საძებნელადო-იყო პასუხი. გუშინ, საკენკის შესაძენად მოვიარე მთელი საკენკეთი და ფასების კატასტროფულად ზრდამ,დამანახა,რომ სინდისი დაკარგულა და ქვეყანაც იღუპებაო.
-მაშ, მეც შენი ამხანაგი ვყოფილვარო
-კარგიო.
მამალი და მტრედი გაუდგნენ გზასა.იარეს,იარეს და წინ ,ბროლია შემოხვდათ.
-საით მიიჩქარით ოქროს ბიბილოვანო?-კუდი გააქიცინა ბროლიამ.
-სინდისის საძებნელადო-იყო პასუხი.
-მაშ, მეც შენი ამხანაგი ვყოფილვარო-შეჰყეფა ბროლიამ.
მამალი,მტრედი,ბროლია გაუდგნენ გზასა.
ახლა, დათვი შემოხვდათ... და მალე ,ნადირ-მფრინველთა მთელი არმია დაიძრა სინდის-ნამუსის მოსაძებმად.
ბოლოს ,ერთ ციხე-სიმაგრეს მიადგნენ.უარეს,უარეს ,მაგრამ კარი ვერ უპოვეს.
იქვე,ახლოს ირემი ბალახს ძოვდა, დატოტვილი რქები  ცათამდე აებიჯინა.
-ოქროს მამალო.საით გაგიწევიათო?
- სინდისის საძებნელადო.
-აი, ამ ციხე-კოშკში ჰყავთ ბუებს  გამომწყვდეულიო.  ისინი მხოლოდ,სიბნელეს ხედავენ.                  ყვირილს აზრი არ აქვს.
ყრუები  არიან და ხმას ვერ მიაწვდენთ. მათ გველეშაპი კვებავს,ამიტომაც, მისი ესმით და მას ემორჩილებიანო.
--აბა, სინდისს როგორღა გავათავისუფლებთო?-შეშფოთდნენ ნადირ-ფრინველნი.
-გველეშაპის სული ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,ჭიაყელების დიდ შავ  ბუდეშია  გადამალული. ამ  ბუდის განადგურება,მხოლოდ,ოქროს მამალს შეუძლია.
და სინდისსაც ის გაათავისუფლებსო.
და ისე, ომახიანად დაჰყივლა ოქროს მამალმა. (დაყრუებულმა ბუებმა ვერ გაიგონეს),მაგრამ გველეშაპის კუდს  შიშსაგან ფერი  ეცვალა.

  ამობენ: დღესაც შუაღამისას გამოქვაბულის კარი იღება, ოქროს მამალი გამოფრინდება და დაიწყებს თუ არა ყივილს, მას მთელი  სამამლეთი აჰყვება. ამ დროს დედა-მარიამიც გამოდის, ქვის ლოდზე დაჯდება და მთვარის შუქზე დალალებს ივარცხნის.

ჭირი იქა, ლხინი-აქა. ქატო-იქა, ფქვილი-აქა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები