ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2023


პიციკატო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

პიციკატო
- - - - -


შემახე შენი ხელი,
შემარხიე.

არ მეყო შენს მუხლებზე დასვენება?!
ნებას შეერია უკვე ვნება.

ჰყვავის იატაკი. რა - ველიო!
რაველს აქ რა უნდა! რაველიო?!

არ მინდა შენი ხემის მელოდია,
არ მითხრა,  აქა ვარ, ხომ მელოდიო!

თუ მართლა გინდივარ, მივხვდე რითი!
შემახე შენი  ხელი,
შენი თითი!

ეს რა უცნაური გაშმაგებით
ცეკვავენ, როკავენ ეშმაკები!

ამათგან გამყრიდა აბა,  მე  - რა!
ჰა, ლაჯებშუა ვარ?! ჰაბანერა!

სულ - ყლუპი. ასე როგორ მომეკიდა!
ცოტაა, არ მეყო, მომე კიდე!

რიტმობენ კასტენიეტები,
ვნებით სიკვდილისთვის მიმეტებენ.

შემახე შენი ხელი!
შემახე შენი ხელი,
შემახე შენი ხელი,
შემარხიე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები