მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებიდან ამოყვანამდე, ერთმა მანდილოსანმა ითხოვა - მანდილი მომაწოდეთო, და თავდაფარების შემდეგ ამოვიდა... ამ ლექსს ვუძღვნი მის წარუშლელ კვალს - ჩემს მეხსიერებაში.
სათუთი სურათი
შენ გადაურჩი სიკვდილის ხელს და გააცოცხლე კაცობრიობაც: დაცემული - რწმენამძინარე. და დედამიწას გაუზომე უმზეო სიცხე, და გული - ფრთების ანთებებით წაუმზიანე.
ო, როგორ, როგორ გამოვხატო, რას დავუზავდე: ნანგრევს ანგრევდი და აშენებ სიხარულს ახლა, - ანუ მანდილი შენ გეფარა არათუ თავზე, არამედ სულის მწვერვალებზე უთუოდ მაღლა.
სასწაულია: როცა წარღვნას კაშკაშიც ახლავს, - რომ სიბნელეებს ეუბნება უარს თავდახრით. და წარღვნისთვისაც ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს, რახან - ამ სათუთ სურათს ვერასოდეს დავინახავდით.
8 თებერვალი, 2023 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|