ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2023


ნაცრისფერი დღეები

ნაცრისფერი დღეები

განა თვალებო, ან მზის სხივო თქვენი ბრალია?!
ან მშობლების, ან გენეტიკის, ან და ბუნების?!
გარშემო-ულამაზეს ფერთა პალიტრა
ჩემი თვალები კი სავსე არის სინაცრისფერით.

განა ვწუწუნებ, ბედს ვუჩივი ან უბედობას?
ან რა აზრი აქვს გავაყრუო სმენა წუწუნით?
გარშემო მზეა, სიმწვანე და თბილი დარია
გონება მაინც იძირება სინაცრისფერში.

არც ილუზია, არც მირაჟი და არც ოპტიკა
აქ არც ფიზიკის კანონებს აქვთ ბრალი არარში
ჩემი თვალები - ჩინით სავსე სხეული ორი,
იმარხებიან სინაცრისფრის ცივ საჰარაში.

და სინაცრისფრე დასასრული სულაც არ არის,
თუ გადაწყვეტ და შეეჩვევი მის სილამაზეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს