ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2023


უკანფეტო ჯიბე



-
ასეა ღრმა ქალობა - ყველგან ფეთიანობ,
გიმეტებენ, გჭყლეტენ, თან იციან,
ყველა ნევრი რომ ერთიანად გეხრუკება
და ისე მარტივად ბანაობენ
ასეთ ტკბობაში.
მაინც რამდენმა წელმა უნდა გაითხლიშინოს, პირღია ცხვარის ტყავიდან რო გამოვძვრე.
გადავიქცე თუნდაც ლოდად,
ჩავრჩე ტლაპოშიც მუნჯი და უემოციო. ვინმე გაივლის ხოლმე,
ხან თავზე დამაჯდება, ხან თმით მათრევს, ხანაც მომისვრის ყუმობის გამო.
აი, შუახნობა რო მოდგება,
აღარ შევშინდები.
აღარც მარტოობა დამადარდიანებს,
არც შუას ხვნაზე ფიქრი.
ჩავუვლი, ჩრდილში,
შალმოფუთნული ყოფილის საფლავს,
ვიყრი ჯავრსაც, გამოვგლეჯ ეკლებიანად იქვე ტყის გაბუძგულ მარწყვსაც.
ალბათ, გამაგონებს გზად მიწის მთხრელიც:
უი, ,,რაფრა" მომჭკნარა ე ქალი,
მორჩა, ამისი იმნაირი ამბებიცო.
სახლში მისული პარუსინის ფარდებსაც ჩამოვხსნი, ჩავუღიმებ წარსულსაც,
წინაღამის გადავსებულ ფსელიან ქოთანსაც გავათრევ  გადასაღვრელად.
ოღონდ, შვილიშვილი არ ამიღნავლდეს უკანფეტო ჯიბეზე და არ დავტოვო ბებიამისისაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები