სკოლა კვლავ ცაში აზიდულა, სკოლა კვლავ გულში დარჩა, როგორც ბავშვური, ნაზი დილა, სამოთხისებრი დაჩა.
აქ ხომ წესრიგი გაგვითენდა, ტვინში დავწურეთ სწავლა, რომელიც ბოლო ჩასუნთქვამდე, სასუფევლამდეც ავა;
რომელიც მძიმე ცხოვრების გზას, უმკობს თეთრობს და მწვანობს, და გვესმის, ყოველ კვალობაზე, მასწავლებელი წვალობს.
ჩვენ სიცოცხლეში გადავეშვით, სკოლა - მაღლდება მკვეთრად, და ამ მსვლელობას სათავეში, მასწავლებელი ედგა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მასწავლებელი, გულის გამხარებელი. მასწავლებელი, გულის გამხარებელი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|