ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2023


წყალთან საკითხავი

წყალთან საკითხავი

1

სამწუხაროდ დღემდე ვწერ ლექსებს,
ზოგი კარგია,
ზოგი მეტად მოხშირებული და ყოველ კუთხეში სხედან და სძინავთ იშვიათად.

როცა ქალაქი დაიშლება და დაიძინებენ ადამიანები,
როცა სოფელი დაიძინებს, (გრამატიკული შეცდომებივით ვახველებ)
ნუ თუ არის ვინმე ასეთი,
ვისაც არ სძინავს და ლექსს წერს?
ღამ-ღამობით ისეთ ბურანში შევიდოდი,
სიმინდის ყანის ველს გავშლიდი,
ავუშვებდი ჩემს ნაგაზს ალაზნის პირას
დაე ვიყო მე-მეთქი.

მე ვიყავი და მგლის ყმუილი,
მგელი არ იყო.
შენ იყავი და ნაფეხური,-შენ კი არ იყავ.
შვილი მეკავა მეძუძური - არ არს მდინარე.

ჩემი მდინარე ონკანია,
შენი ცრემლია მომდინარე
ფესვებჩამდგარი კანიონი
ვდგავარ,ვიწვი და გეღიმები.

აღარ მოეღო ბოლო ომებს,
იღუპებიანო მამცნობენ
ჩემი რადიოთი,-შვილით  ობლებს...
შვილის ნუკრივით ტალახში ვარ.

ვინც კი გასულა დილისპირზე,
ვინც კი ოცნებობდა დაწოლამდე,-
ყველანი კოჭლობით ტაბასტამდე
აბარმადებთან დაცემულა

რაც კი სამკაული,რძე და თაფლი
რაც კი ავარი და გასამრჯელო
იყო არ იყო მიწად იყო,
მიწას თავისი წაუღია.
რაც კი სისხლია დალეული
გახმა ხის ჯვარი,ირხევა
ტაძრებში ქალები კალთას ბერტყნენ
ზარებს აღარ რეკენ მამები .
დილით გვარ-სახელებს ვმარჩიელობ,
მესხია,იაცენკო,ბერაძე
სიკვდილს იცვამენ სარჩულივით
შენ კი ზიხარ და ისევ მოთქვამ
შენ კი ზიხარ და არაფერი
კილოშიც გეტყობა ტირილი
წინათ რომ რწყავდი თაიგულებს
სულ ყველა გულზე მიუბნიათ.
ჭასთან წრე შევკრათ ათმა კაცმა
ათივემ ვიმღეროთ იავნანა
წასული კაცის იავნანა
მესხია,იაცენკო,ბერაძე
ბერაძე,იაცენკო,მესხია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები