1 ცას წვდებოდა ორივე, ორივენი გამხდარი ხელით, გამხდარი ზურგით ნაღველით ერთი რომ დავბრუნდებით სამურზაყანოს, წაიღებენ ჩვენს სალამს თაფლივით, ქვაზე დადებენ. ჩემო ილორო,ჩემო წარჩევ,პირველო გალოვ, ახლა მზის პირზე სხვები გალობს,გულს სხვას უყოფენ, სანამ არსებობს ჩემი ჭარა,თიშ ხან ქორსხუდას. სანამ არსებობ ჩემო მზეო,-დაე იყივლე- რომ შენს წინაშე ასწლოვანი ვდგავარ აკლდამა. 2 * სადაც ახლა ომია და დამჭკნარი ხელები, ან ამ ხეებს რა ვუთხარ,თურმე ჩვევად ქონიათ, გადაგდებენ სიყვარულს მერე ფესვებს იდგამენ, შიგადაშიგ სულია ძირგამტყდარი ქოთანი. კი არ ვამბობთ ვქოშინობთ,გადაღლილი ცხენივით, ორი ძუძუმტეები,ორნი გაღმა-გამოღმა, შავი ეტლით თოვაში გადმოგვყავდა ცხედრები, შავი ეტლით თოვაში ორადორი ვიდექით. არასოდეს მოვესწროთ,დავხოცილვართ ეგაა! გზის მეორე ნაპირას პირდაბჩენილ აივნებს, იმ ჩამსხვრეულ ფანჯრებთან,ლამაზ გოგო-ბიჭუნებს, ოღონდ მზეო ინათე,ოღონდ მზეო ინათე, ოღონდ ერთი გვადროვე,ერთი მკათათვეობა. * 3 ახლა უბრალოდ ვსხედვართ და ვიხედედებით ისრის თვალებით, ვაშალაშინებთ საკუთარ თავებს. ჩვენ არ ვყოფილვართ შეთქმულები და გვაშინებდა მარტოობა, როგორც ჭილოფი სიკვდილისთვის გადადებული. დადნებიან მყინვარწვერები, აღარ შეცვივდებიან მოკისკისე ახალგაზრდები ტუბანამპაროში* და ყველაფერი დაბრუნდება,რაც კი შობილა. აღარ იქნება ომი, აღარ გადავაგდებთ დამჭკნარ თაიგულს შემოდგომისას. ვიდგეთ როგორც ობელისკები, ზურგზე გვქონდეს მტევანივით გამოსხმული გვარები და სახელები (ეს ერთადერთია რაც ჩვენი ჩარევის გარეშე გვეძლევა) დროშასავით გვიფრიალებდეს თმები, ისმოდეს ჰიმნი თვალებიდან ჩვენი ომების და გადარჩენის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მტკივნეული იყო მტკივნეული იყო
1. სევდიანი და პოზიტიური, ძალიან მომეწონა. სევდიანი და პოზიტიური, ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|