უნდა გახსოვდესო კიპარისი, დედამ რომ მოგირწყა ცრემლებით, დედები ფესვებს ითვისებენ აღარ ივიწყებენ დედები, ზოგჯერ გულწასულს მიუსწარი წამლებით, ამბებით, კოცნებით, გზაში ლოცვები დაიგულე- ყველა დედას რომ ეყოფა! წახვალ, სხვა კვირტებს გადამიშლი, მე კი ვიქნები შავი ქიცა, თავსაბურავში გადავცხოვრდი, როგორც ნისლები ბაგრატისა როგორც წართმეული მიწა-წყალი, როგორც ბღავილი განწირული კრავის, თვალებით, შენი თვალით. ჩვენ ავაშენეთ სახლი, მწვანე სახლი, ციცქნა-ლამაზი. და ცის მსგავსი ბავშვები გვსტუმრობდენ. ჩამოსხდებოდნენ აივანზე და მთვარის შუქზე კოცნიდნენ ერთმანეთს. ზოგს დედის სუნი ქონდა, ზოგს მამის, ზოგს სახლის და ჯემის. ათას საიდუმლოებებს უთქვამდენ ერთმანეთს, როგორც პეპლის ბოლო სიცოცხლე. ისინი დებდნენ ყურმილებს, თქვამდნენ სურვილებს და იცინოდნენ. სეირნობდნენ გამთენიისას ფართო ბაღებში, ჭამდნენ მწვანე ლიმონს და მწვანე მინდორზე დასხდნებოდნენ მზის ლამაზ სხივთან. ჩარჩოში ჩასმულ სურათს გავდნენ, მტრედებს ხელებში უსადილებდნენ და ყვებოდნენ ათას ამბავს ჩრდილოეთისას. ჭრელ კაბიანმა დადო ფიცი, ერთად ვიყოთო, ნაწნავიანმა გაუწოდა თხელი თითები, თინათინმა კი იუარა ხელის მიცემა და თაიგული მოამზადა, აჰა ხელები. მათი შემყურე ლუკა დაღონდა და აკვარელში გადმოხატა დების სიცოცხლე. სად ხართ შვილებო, გადმოცვივდნენ დედები მყისვე, აივნებიდან, ფანჯრებიდან, სარდაფებიდან, ომი მოვიდაო.არიქაო და გულის ძარღვზე მიიხუტეს ნორჩი ყვავილი. დარჩა კი მხოლოდ კადრები, რაც მათ აღბეჭდეს, ყურმილდადებული. ჭრელი კაბები და ოცნებები. ახლა კი ჩარჩოდ გვიღიმიან, და გვახსენებენ იმ მწვანე სახლებს, გაწვდენილ ხელებს. ავტობუსის მინას სახეებით მიყრდნობილნი, ხელს უქნევდნენ ერთმანეთს და ბოლო მზერას. წავიდნენ ყვითელი ავტობუსით, ყვითელი სურვილებით. გამცილებელმა ფოტო გადაიღო, ენა გამოღებული და თვალწყლიანი ბავშვების. მტრედებმა აკენკეს მათი სურვილები ერთად ყოფნის, - სადილობისას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან ემოციურია. 5! ძალიან ემოციურია. 5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|