ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2023


***

***

არავინ არ გკითხოს  ვინც იყავი,
სადღა ეძებდი ძაფის ნახვევს,
როცა დაჯდებოდი გარიყული
მაშინღა უსმენდი ფაბიანს.

გამოყოლილი დილის შხამი,
მზე რომ გადავა დაიცრება,
როგორც ოცარცე დაიცალა-
გამოყოლილი გულის წყენით.
გამოყოლილი გულის ნამით,
ახლა ერთმანეთს ჩვენღა ვუსმენთ,
თვალი იშლება და გულის ჩინი,
მე რომ სიყვარული დავატარე
სულ სხვა სოფლებში უკიდიათ-
ახლადგამხმარი ჩირებივით.

ვწმინდე, ვილოცე, გიუარე
ღმერთო მაშორე ასეთ დრო-ჟამს,
ჩემთვის ზედმეტად უარესზე
არსებობს სიმღერა უარესი:

გულამომწვარი მოვფრინავდი,
ერთი ნამცეცით და ერთი ლუკმით,
ოღონდ შენამდე მოვსულიყავ
გზაში არავის მოვეკალი.
და გზა კი იყო ხორგიანი,
ათასი ლეშებით ნათრევი,
მაინც ნაიარევს დავატარებ
ღამით მოვფრინავ, იმედს გაცლი
იქნებ ერთმანეთს დავაცადოთ.
თორემ ხეები ისე მღლიან,
ვეღარ მიძლებენ ფოთლები,
რამდენიც ფოთოლზე წამოვსკუპდი,
იმდენჯერ ფოთლიდან წამაქციეს.

დაფრინავს სული,
შენ კი სადა ხარ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები