ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2023


საქართველოა ჩემი საუნჯე

ისევ ვიხსენებ ჩემთვის განვლილ წლებს,
კიდევ მრავალი წელი მიძევს წინ...
ვიდრე ვარსებობ, რა დამავიწყებს
სახეს მედეა ჯაფარიძესი.

ისევ ვიხსენებ ერის იმ შვილებს,
თავიანთი რომ დასტოვეს კვალი...
არ დავივიწყებ მამულიშვილებს,
ვინ ვარ? - ძველ კოლხთა შთამომავალი.

ვიდრე სიკვდილი მეც დამამუნჯებს,
მკერდში ტკივილი ხანჯლად გამჩრია...
საქართველოა ჩემი საუნჯე,
მე სხვა საუნჯე არ გამაჩნია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები