გზაზე ლაბრადორი იწვა, მიტოვებულს ჰგავდა ძაღლი. უკვე ცივი იყო მიწა, ისიც ჰგავდა ფიქრით დაღლილს. თვალში ედგა დიდი სევდა, ჩამოედო თათზე თავი... ყელზე ბედი რომ არ ება, მიხვდებოდა ალბათ არც ვინ... მოწყენილი იწვა გზის პირს, არ მისდევდა ავტოს უკან. დაგდებული პური მისთვის, სითბო იყო, ერთი ლუკმა... არ იმჩნევდა გზაზე გამვლელს, არ უღრენდა და არც ყეფდა. აყოლებდა მხოლოდ თვალებს, გამვლელსაც და გამომვლელსაც... ალბათ იხსენებდა პატრონს, ერთგულება რომ ვერ ზიდა... მიდიოდა ძაღლი მარტო, გზაზე დარდის გადამზიდად...