ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2023


ლუზერი

გზა, კაცი, ბედი, ქუჩა, ფარანი,
დაკეტილ სახლში ახლა არავინ...
ცოლი საშოვრად ცხრამთას წასული,
მოგონებებში - მხოლოდ წარსული...
ნამეგობრალი ზურგით დამდგარი,
სდუმს სიმარტოვე, სევდის საყდარი...
ახლა სტატუსი მხოლოდ ლუზერის,
აზრები მრეში, ცოტა უზრდელიც...
რუხი ცხოვრების მდორე დინება
ჯერ აიტალღა, მერე მინებდა...
ერთი ბოთლი ან ჭიქა არაყი,
დარდი მოყოლად ალბათ არა ღირს...
ვერაფრით ვერ თქმა თავთან სიმართლის,
ვინც ვერ გაიგებს, დედაც იმათი...
უძილო ღამის ზიგზაგ-წყვეტილი,
პირდაპირ ითხოვს დასმას წერტილი...
გზა, ბედი, კაცი  სიტყვაუხეში,
მწარე ღიმილი ტუჩის კუთხეში...
იქცა ერთ მორიგ ამბად ქრონიკის,
სიკვდილი ერთი ალკოჰოლიკის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები