დაყარეს ურდოებმა აბჯარი. დღე დადგა სიკვდილიდან მეცხრე. ყველა წავიდა საჯაროდ და ჩემი სახლის ის ფანჯარა უცებ გადაიქცა მერცხლად.
თხეიში, ტობა და ტეხური, ჩემი შალითა ჩითის, ყავარი, სახლებს რომ ეხურა, უცებ გადაიქცა ბეღურად, უცებ გადაიქცა ჩიტად.
გულის გასაღები მიანდე... დედის მონატრებულ მუცელს, როცა ცივი ლოყა მიადო, უცებ აედევნა იადონს, გახდა შავარდენი უცებ.
შორი ჰოკაიადოს საკურა, როგორც გულწითელა ყამჩით, ჩემთან მზის ამოსვლას უყურე, კაცი , ქვეყანაზე უპურო, ამბობენ - ქცეულა ყანჩად. . ასი წლის მკვდრების ულვაშებმა დაბადეს ყვავები, მაგრამ უღელში სამი ხარის შებმა, მერე , ხარებმა შენმა, მოხნეს და იყო მარგვლა,
სამ ღალღად იქცა სამი ხარი, ერთი ონავარი - ასად. შემოიფრინეს მთა და ბარი, და არსად შენი თანაბარი, შენზე მშობლიური არსად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ელიავასებური ხმა. ეს უკვე დამკვიდრდა აქა . წარმატებები ჯიმა და ამომაკითხე მერე ☺️???? ელიავასებური ხმა. ეს უკვე დამკვიდრდა აქა . წარმატებები ჯიმა და ამომაკითხე მერე ☺️????
3. ვახ, ეს შესანიშნავი ლექსი, როგორ გამომრჩენია .პირველ კომენტარს დავესესხები. ვახ, ეს შესანიშნავი ლექსი, როგორ გამომრჩენია .პირველ კომენტარს დავესესხები.
2. შოვინიზმამდე პატრიოტულიც კი, ჯონათან :))) ვხუმრობ :) მიყვარს შენი ლექსების "თემური წყობილება" :))))))))))) ოქრო ხარ!
შოვინიზმამდე პატრიოტულიც კი, ჯონათან :))) ვხუმრობ :) მიყვარს შენი ლექსების "თემური წყობილება" :))))))))))) ოქრო ხარ!
1. როგორი პატრიოტულია- გულზე მჯიღის ცემის გარეშეც...
"და არსად შენი თანაბარი, შენზე მშობლიური არსად."
როგორი პატრიოტულია- გულზე მჯიღის ცემის გარეშეც...
"და არსად შენი თანაბარი, შენზე მშობლიური არსად."
|
|
მონაცემები არ არის |
|
|