| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2023 |
როგორც ის მოკრივე, წასული რინგიდან, კედელზე რომ ჰკიდებს მოკრივის თათმანებს, მეც თითქოს ისე ვარ, ან იქნებ, იგი ვარ, დრო, ძველი რეფერი კი ითვლის ათამდე.... რაღაც დაემართა ოცნების სიხშირეს, იმ ტალღას ფიქრები უკვე ვერ იჭერენ. ვუსმენ სიმარტოვის განუწყვეტ შიშინს და, კი აღარ ვოცნებობ, მხოლოდ თავს ვიშტერებ... ამ ეჭვებს, უეჭველს და დედაარღნიანს, მუდამ რომ სცალიათ ყურში რომ მიწივლონ, ქუჩაში ვერ ვაგდებ, კი ვიცი, არ ღირდა, ბედთან ეს დავა თუ იწილო-ბიწილო... ჰო, ახლა ასე ვარ, ან იქნებ, ისე ვარ, კაცმა რომ არ იცის დარდის კონდიცია. ჯერ კიდევ მიტოკავს იმედი კისერთან, თუმც, ნდობის პირობა ჯერ არ მიმიცია... გარეთ გამოვუშვი ყველა ხმა შიგნიდან, შორ გზაზე რეფრენად ხომ უნდა მახლავდეს. ერთი პერსონაჟი ცხოვრების წიგნიდან უხმოდ მიმაცილებს საკუთარ სახლმადე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაღაც დაემართა ოცნების სიხშირეს, იმ ტალღას ფიქრები უკვე ვერ იჭერენ. ვუსმენ სიმარტოვის განუწყვეტ შიშინს და, კი აღარ ვოცნებობ, მხოლოდ თავს ვიშტერებ...
როგორი ძვირფასია ასეთი სტროფის წაკითხვა, შუახნის ასაკში <3 რაღაც დაემართა ოცნების სიხშირეს, იმ ტალღას ფიქრები უკვე ვერ იჭერენ. ვუსმენ სიმარტოვის განუწყვეტ შიშინს და, კი აღარ ვოცნებობ, მხოლოდ თავს ვიშტერებ...
როგორი ძვირფასია ასეთი სტროფის წაკითხვა, შუახნის ასაკში <3
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|