ასე - მიდიოდა ხანი, ასე - უკანმოუხედავათ... ჩვენ კი ვრჩებოდით, ჩვენ ვრჩებოდით ზუსტად ისე, როგორც ფურცლებზე, დარჩება ხოლმე ნაჯღაბნები, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ზედმეტად მონდომებულ, მძიმე ცხოვრების.
ასე მიდიოდა ხანი, ასე... უკანმოუხედავათ, ვიფუჭებდით ჩვენს ჯანმრთელობას, ვიჯიჯგნიდით დაღლილ სხეულებს და მხოლოდ გვიან ვხვდებოდით რომ: ასე - არ ვარგა, ასე - ნაღდათ არ შეიძლება და მაინც, როცა გვახველებდა და ყელის ტკივილს, უკვე ფილტვების გამომშრალი სუნთქვა ერთვოდა, ვეწეოდით სიამოვნებით, (სიგარეტს) ყავას ვაყოლებდით და ვსაუბრობდით: თუ როგორ მოკვდა ესა თუ ის - ფილტვის კიბოთი.
ასე, მიდიოდა ხანი. ასე მარტივათ და უკანმოუხედავათ! ერთი შეხედვით ჩვეულებრივ... "გადასარევად", ვეტყოდით თუკი ვინმე გულით მოგვიკითხავდა, რომ ჩვენ რა გვიჭირს?! ჩვენგვარ ყოფას ბევრი ნატრულობს. და რომ ჰკითხო ბევრიც იციან, და ჩვენს შესახებ იქნებ ჩვენზე მეტიც გიამბონ. როცა ჩვენ თვითონ საკუთარი თავის შესახებ, ვერაფერიც ვერ გაგვიგია.
როცა ჩვენ: დავდივართ კაფე-ბარებში ჩვენ: ვსვამთ ათასგვარ სახეობის ალკოჰოლიან, უალკოჰოლო და საერთოდ_ყოველგვარ სასმელს. ჩვენ: გვსიამოვნებს ყურადღება, ჩვენ: შეგვიძლია შევიყვაროთ, კიდეც ათობით. ჩვენ: ვუყურებთ ჩოგბურთს და ფეღბურთს. ჩვენ: გვიხარია - რომ ვუყურებთ ჩოგბურთს და ფეღბურთს, კაპილარების დახეთქვამდე ვგულშემატკირობთ. ჩვენ: ვინც უაზროთ დავხეტიალობთ. ვინც ვიცით, რომ უაზროთ დავხეტიალობთ, ვინც ვიცით, რომ სხვანაირად, სჯობდეს იქნება... ვინც, ისედაც ბევრი დავკარგეთ.
ჩვენ ვართ - დროის მცირე ნაგლეჯი, ჩვენ ვართ - ერთი კალამის მოსმა. ჩვენ ვართ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ. და ჩვენს გარშემოც ყველაფერი ხდება ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენს გარშემო უნდა ხდებოდეს.
და ჩვენც არ გვიკვირს ეს ხველება, არც ეს ხალხები... და გაკვირვებას საერთოდაც გადავეჩვიეთ.
და გავა წლები, გადაიტანს უფრო მეტ ცუდსაც და ჩვენც დავჯდებით და კითხვაზე:
- როგორ ცხოვრობდით?
ვიტყვით რომ: ასე... სწორედ ასე... სწორედ ამგვარად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თამარი მართალია გიო. მომენატრე:( ლექსი შენი ხმით ისეთი იქნება ახლა რომ მოვისმენდი. თამარი მართალია გიო. მომენატრე:( ლექსი შენი ხმით ისეთი იქნება ახლა რომ მოვისმენდი.
9. ...ასე
ვერ სუნთქავ მარტივად, ათასგვარ სატკივარს მიედ-მოედები... ერთდროს ფარატინა ქარები დადიან მძიმედ, მობეზრებით.
შორი ქარაფიდან სადღაც გადაფრინდნენ მზერით ფიგურები... ხორცი გაბათილდა, ახლა არაფრიდან, ზევით იყურები.
მერე ირონიით (გალაკტიონივით) უფრო თამამდები... მაინც იბოგინებ, თითქოს იოლია, ვითომც არაფერი.
ირგვლივ განგაშია, ისე მიეჩვიე, გიკვირს გაკვირვება... საქმე ამაშია, იცი, თამაშია ყველა დაპირება.
აღარც გაოცებენ მჭიდრო ნაოჭები თვალის უპეებთან... ვეღარ გაოსებენ უკვე ქაოსებიც, დაღლილს უბერებლად.
ქვეცნობიერებას, ძალაუნებურად, ავსებ მომენტებით... დაგიმარტოვდება კალამ-ფურცელი და, ასე პოეტდები...
იქნებ, არც არაფერ შუაშია, მაგრამ ეს გამახსენდა ახლა, გურჯო, და იყოს აქ.
მოკითხვა შენ და კეთილი სურვილები ჩემგან! ...ასე

მოკითხვა შენ და კეთილი სურვილები ჩემგან!
7. მოკითხვა კარგ კაცს და კარგ პოეტს. ლექსს 5!! მოკითხვა კარგ კაცს და კარგ პოეტს. ლექსს 5!!
6. Don’t smoke!:) Don’t smoke!:)
5. და ჩვენც არ გვიკვირს ეს ხველება, არც ეს ხალხები... და გაკვირვებას საერთოდაც გადავეჩვიეთ.
...
გიო :) მაგარი ადამიანი და მაგარი პოეტი :) და ჩვენც არ გვიკვირს ეს ხველება, არც ეს ხალხები... და გაკვირვებას საერთოდაც გადავეჩვიეთ.
...
გიო :) მაგარი ადამიანი და მაგარი პოეტი :)
4. უკანმოუხედავათ... ----------> უკანმოუხედავად... მარტივათ ---------------> მარტივად...
ლექსი მომეწონა... 5 უკანმოუხედავათ... ----------> უკანმოუხედავად... მარტივათ ---------------> მარტივად...
ლექსი მომეწონა... 5
3. ჩვენ ვართ - დროის მცირე ნაგლეჯი, ჩვენ ვართ - ერთი კალამის მოსმა. ჩვენ ვართ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ. და ჩვენს გარშემოც ყველაფერი ხდება ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენს გარშემო უნდა ხდებოდეს.
ჩვენ ვართ - დროის მცირე ნაგლეჯი, ჩვენ ვართ - ერთი კალამის მოსმა. ჩვენ ვართ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ. და ჩვენს გარშემოც ყველაფერი ხდება ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენს გარშემო უნდა ხდებოდეს.
1. ასე, მიდიოდა ხანი. ასე მარტივათ და უკანმოუხედავათ! ერთი შეხედვით ჩვეულებრივ... "გადასარევად", ვეტყოდით თუკი ვინმე გულით მოგვიკითხავდა, რომ ჩვენ რა გვიჭირს?!
ძალიან ადამიანური, გულდამჯდარი, როგორც ყველა შენი ლექსია, გიო. შენ ლექსებს ყოველთვის აქვს დამაჯერებლობა და გულწრფელობა. ეს ყველაზე კარგია.
პ.ს. მაი, გურჯს ინტერნეტ ეხსპლორერი არ აქვს და მე დავდე ლექსი, ამიტომ შეიძლება ვერ შეასწოროს. ასე, მიდიოდა ხანი. ასე მარტივათ და უკანმოუხედავათ! ერთი შეხედვით ჩვეულებრივ... "გადასარევად", ვეტყოდით თუკი ვინმე გულით მოგვიკითხავდა, რომ ჩვენ რა გვიჭირს?!
ძალიან ადამიანური, გულდამჯდარი, როგორც ყველა შენი ლექსია, გიო. შენ ლექსებს ყოველთვის აქვს დამაჯერებლობა და გულწრფელობა. ეს ყველაზე კარგია.
პ.ს. მაი, გურჯს ინტერნეტ ეხსპლორერი არ აქვს და მე დავდე ლექსი, ამიტომ შეიძლება ვერ შეასწოროს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|