ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ნოემბერი, 2023


მოწამენი

მოგესალმებით ჩემო ქართველებო, გილოცავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს... წმინდანების ძალა და მადლი შეგვეწიოს. ❤

წმინდანები იცავენ საქართველოს ქრისტესთან და ღვთისმშობელთან ერთად. ❤

მათი მეოხებით გაერთიანებულიყოს და გამთლიანებულიყოს საქართველო!

....................................................................................................................................................................

მოწამენი

ქართველებო! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
შესაწამლი ვენახებიც შეწამლეთ,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ქრისტესათვის ვეწამეთ.

მორწმუნენი ქრისტეს გავხდით ზვარაკები,
მტარვალს ყველა დავუმსხვრიეთ ოცნება,
ლექსის ენით უფალს ველაპარაკებით,
ერი კიდევ ბევრჯერ დაილოცება.

მტკვარში ძველი გადავყარე მონეტები,
ყვავილებიც გავატანე მდინარეს,
მსურს მოგიძღვნათ სიყვარულის სონეტები,
საქართველოს ვხედავ ცრემლდამდინარეს.

ქართველობავ! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
უფლის მადლით ვუმკლავდებით ქარ-წვიმებს,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ცისთვის თავი გავწირეთ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები