| ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2023 |
"ის მაინც ბრუნავს" ჯორდანო ბრუნო
სანამ ქალში ათასი ქალი გამოისახე, ასჯერვე უნდა გამოიკვირტო. დაგაცალონ ჯამის ფოთოლაკები, დაგაწყვიტონ გვირგვინის ფურცლები. ჯერ არავინა ხარ, გაიზრდები და იყვავილებ ამ ჩვენ სუნიან სანოყივრეზეო. გადარჩება მრავალდაძარღვული ნერვების სისხლი, სისხლი გამძე ფერადსაკვირველების. ჩრდილების ნავსში გადაისხამს მტევნიდან მტევანს, სისხლი იქნება "შენ წასული" სისხლიან კატეხიზმოში, ფერწასული მლოცველი ჩონჩხი აღარც სულია და ხორცმა გადაყლაპა, სიკვდილის ტანჯვა მოსული თუა აკაკუნებს, შენ თავს აპარებ სულის ჭუჭრუტანიდან, რომ დაინახო უფლის რისხვით ანთებული კდემა. ცხადად ასანთლულ კვარცხლბეკზე გამოწერილი პეპლების ზინზლით რომ შეგზარდა შენი ხორცი და იესოს გაცრილ კბილებში გაიძვრინე უმიწო სული. ჰაერივით გაიფშუტუნე და დაიცალე ნივრის კბილის კარკასივით. კბილიც არ შეგრჩენია კბილის წინ გეღრინა, არაფერი დაგიტოვა ღმერთმა თავის წილ. შენ წილ იყავი და აი, მიდიხარ წილადის მნიშვნელშეუცვლელი მრიცხველი, არაწესიერადაც იყოფოდი, რა უნდოდათ, წესიერი გაყოფა მხოლოდ ღმერთის წილია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არაწესიერადაც იყოფოდი, რა უნდოდათ, წესიერი გაყოფა მხოლოდ ღმერთის წილია. არაწესიერადაც იყოფოდი, რა უნდოდათ, წესიერი გაყოფა მხოლოდ ღმერთის წილია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|