ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2023


ვერ გამოვიდა

ადამიანი, რომელიც ვერ გამოვიდა
იმ ასაკიდან.
ადამიანი, რომელიც ვერ გამოვიდა
პოეტი.
ადამიანი, რომელიც ვერ ამოვიდა
მწვერვალზე,
(და ფერდობზე დაყუდებული, მთელი
დღე ელოდა მოლაშქრეების დაბრუნებას)
ადამიანი, რომელიც იძინებს იმიტომ
რომ გაიღვიძოს.
სვამს, რომ იჩხუბოს.
ჭამს, რათა გაძღეს.


ადამიანი, რომელიც ვერ გამოვიდა
დიდი კაცი,
და დარჩა,
დარჩა...
ჩარჩა
(ხელში ბაბაჩკით)
კაი ბიჭობაში,
მასტობაში...
ამასობაში ქალაქში..
არაფერი შეცვლილა,
ქალაქიც ვერ გამოვიდა ქალაქი.


...თაობა რომელიც ვერ გამოვიდა



P.S.
ეს იყოს ლექსი რომელიც ვერ გამოვიდა, მაგრამ თავისი სათქმელი თქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები