* * *
მალ-მალე ვმღერი, ვდუდუნებ, ვბორგავ, ვუსმენ ცხოვრების იდუმალ არაკს და ვცოცხლობ ასე, ათასი განცდით, და ასეთ ყოფას სასრული არ აქვს!
მალ-მალე ვსტუმრობ კალამს საუბნოდ, დარდის საყუჩად ვძმობილობ არაყს და ვცოცხლობ ასე, პოეტის ყოფით, და ასეთ ყოფას სასრული არ აქვს!
სხვა რაღა გითხრათ, რაღა მოგიყვეთ, აი, ესა ვარ - სტუმარი სოფლის, ვით სტუმარს ერთი ხელადა ღვინო, მეც ეს საწუთრო სრულიად მყოფნის!
გიორგი ზუბიტაშვილი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|