ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2023


თევზის საგალობელი

მე, თევზის ენას ვისწავლი და
სიმშვიდეს გიგალობ.
მეთევზის სიზმრებს გიამბობ,
ბებერო იფანო.

მე მკვდრების ენა ვისწავლე და სიცოცხლეს ვმღერი..
საკმეველს აკმევს, ძველ ტაძარში, უცნობი მღვდელი.

ახლა, ღამეა
და უფანჯრო სარკმელში არ თოვს.
აღარც ქარია.
აღარც წვიმა.
ნურც დაიზამთროს.!

ყველა წავიდა,
ყველა გაყვდა ნისლს შემოდგომის,
ბოლო მერცხალიც გაფრენილა,
რომ ვმეგობრობდი.

რატომ არ მინდა, რაც მინდოდა?!
როდის ამიხდა-
ყველა ოცნება?!
/გაავდრება იცის ამინდმა../

რატომ არ ვნატრობ?!
არ ვისიზმრებ გზას ზამთრებიანს?!
საყდრების კართან დაწყებულნი
სად მთავრდებიან,
სამრეკლოს ზარის უცხო ხმები?!
ხმები იმ ქვეყნის.
ყველა წავიდა..
მე თოვლიან ბილიკს მივყვბი-
ჩემი სულისას.
ცას სუნი აქვს ანისულისა.
/მთაწმინდა ისევ,
ძველებურად, დანისლულია./

მეეზოვეთა ფეხის ხმაზე შარიშურია
ხმელი ფოთლების..
და ხეები ფოთლებს ტირიან.
ვიღაც იგონებს საიათნოვას,
მტკვარზე, ტივიდან..
და მეც მივდივარ.
მეც მივდივარ.
მივალ არსაით..
მე ხომ თევზი ვარ!
ფრინველიც ვარ!
ცივი ზამთარიც!!

თევზების ენას ვისწავლი და
კვლავ, შენ გიგალობ-
ჩემი ზამთრების თოვლიანო,
ხმელო იფანო.

13.11.23

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები