ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2023


მუზაიკო

დღე არის აქ ცისფერ კამკამად მოსული,
სიფხიზლის საუწყოდ ნათლით შემოსილი.
ეს ტყეა ფოთოლებით ნიადაგმოსილი.
ეს შენ ხარ გრძნობებით კვლავაც გულმოსული.

ლივლივი ცისფერი წამწამებს დამიყოფს,
მწვანეთა ჩეროში ენძელებს დამიფენს,
ღიღინი ხეთა ჩრდილს ფარულად აუწყებს,
რომ შენ ხარ ნაცნობი, უცხოს კი არ უცხობ.

როცა გათენდება უმზო და უტვინო,
უტიფრად დამაგლეჯს ხელებს მუზაიკო,
ტერფებს მოზაიკა ყინულად დაიდნობს,
მოედნებს დავუგდებ ყურს თუ მუზა იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები