როცა სულის მარწუხებს,ფიქრი ვალსად დაერთვის და შეჩენილ ეშმაკთან სამართალი მცდარია... გული როგორ დაითმენს ზვინად ტკივილს მოდებულს, სიმარტოვის ყმუილში ფატალიზმის ნატყვიარს. და სიგიჟის ჰამაკებს ქარი ურწევს მშფოთვარე... ნაწამები სულისგან მხოლოდ ლექსი გადარჩა. მე წავედი ისევ და ფრთაშესხმული ცის კიდეს მივებჯინე მთვარედ და მიწას, ლომის თანაბრად. ...ცაზე ისევ ფიფქები იისფერად ბარდნიან, გულზე უკვე ვინ იცის,მერამდენედ დამათოვს... სულზე ცამეტ ნატყვიარს ვერ ვუშუშებ იარებს მესაფლევე დღესაც კი იმ ორ ქვრივზე კამათობს... "მე და ღამის" სარკმლიდან "მერი ისევ ჯვარს იწერს" უკანასკნელ სიყვარულს გული ისევ ღაღადებს ქარი ისევ ფოთლებს შლის და ქმნის ხეთა არიალს მე კი ისევ ნერვები ამ შუილით მღალატობს! როცა სულის მარწუხებს,ფიქრი ვალსად დაერთვის და შეჩენილ ეშმაკთან სამართალი მცდარია... გული როგორ დაითმენს ზვინად ტკივილს მოდებულს, სიმარტოვის ყმუილში ფატალიზმის ნატყვიარს. და სიგიჟის ჰამაკებს ქარი ურწევს მშფოთვარე... ნაწამები სულისგან მხოლოდ ლექსი გადარჩა. მე წავედი ისევ და ფრთაშესხმული ცის კიდეს მივებჯინე მთვარედ და მიწას, ლომის თანაბრად.