ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2009


მძიმე ხასიათი

მომკლავს უსაშველოდ ეს მძიმე ხასიათი,
სენი _ ლექსის წერის ახირება,
მოდი გადამიხსენ გულის ხვაშიადი,
მთვარე ამოძოვეს ღამის ნახირებმა.

მავანს სასაცილოდ ისევ ვეჩვენები,
აუდიო-ვიდეო-ტრილერ ეპოქაში,
იქით სულ _ "ისინი'', აქით _ სულ ''ჩვენები"
ლექსი ჰაშიშივით შემძვრალი ვენაში.

მოდით, აუკრძალეთ სხივს ჩემთან შემოსვლა,
თუნდაც სამართებლით ამსხიპეთ რითმები,
ზამთარი გამცლის და ზაფხული შემმოსავს,
და ბუნიობისას ახლიდან ვიწყები...

სულიც იქ რჩეულობს, სანთელს სად მიელი,
ნათელში, ბნელში, თუ ქვესკნელში მძრომელში,
მაინც ტანჯული და მაინც ბედნიერი,
ეშმას მაცხოვართან ნაომარ სოფელში...

* * *
იელების ყვითელ ხანძარში
შენ დაგინახე გულთეთრა ჩიტო,
მაგრამ ვერაფრით ვერ დავადგინე
ვის უგალობდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები