ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2023


ნოსტალგია

აღარც ის სახლი, ის ქუჩაც აღარ,
სადაც ბავშვობა დარჩა უჩემო.
კეთილი ხსოვნა კარდაკარ დამყავს,
რაც გულში ჩარჩა,
ის რომ ვუჩვენო...
ქუჩაში ბიჭი dark side-ს უკრავს,
მონატრება კი წარსულს იხსენებს.
ეს ბოდიალიც ხან წინ, ხან უკან,
ტოპოგრაფიულს მოჰგავს სიშტერეს.
უცხო ქალაქი და ძველი ბაღი,
სკამძელზე კატა მზეს მინაფიცხი.
რა მყუდროდ ვზივარ ფიქრების სახლში,
რას რატომ ვფიქრობ,
თვითონ არ ვიცი...
ხსოვნის სამება წრეს ხაზავს ირგვლივ,
ცოცხლდება სუნი, ფერი და გემო...
ამ მონატრების მთავარი გმირი
ისევ მეძახის სადღაც, თავს ზემოთ...
ვუსმენ ფოთლების ბოლო ჩამიჩუმს,
მეც კატასავით მზეს ვეფიცხები.
ხსოვნა კი ჩუმად იმას ჩალიჩობს,
ის დარჩეს, მე რომ გარდავიცვლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები