ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2023


გიორგობისა

იხარეთ,იბედნიერეთ,
მადლიერებდეთ ღმერთსაო,
მტერის წინ იზიარებდეთ,
წმინდა გიორგის ხვედრსაო!

დაგლოცოთ სალოცავებმა,
რაც კი უგია ხელსაო,
ფერიფერ დღეებს ერწყმოდეთ,
გენათებიოთ ბნელსაო!

მიიღეთ ჩემი ლოცვები,
გულიდან წამსკდა ესაო,
წმინდა გიორგი ფარავდეს
ყველა  ერსა და ბერსაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები