| ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2023 |
#ეტიუდები
დაახლოებით გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენს პოეზიაში მოდაში შემოვიდა არა მხოლოდ უცხოური მყარი ფორმების ათვისება და მათი ანალოგების შექმნა, არამედ ინდივიდუალური ცდები მყარი ფორმების შექმნისა. მოცალეობის ჟამს ასეთი რაღაცით გავერთე - AGA, BGB,CGC, EGE …და ასე, რვაჯერ. შინაარსი - რასაკვირველია, პირობითია) ნდს
რეტრო კარგობისათვის
ო, როგორ უნდა ადამიანს, რომ იყოს კარგი! იყოს ზე-მეში, არ ათრიოს ზედმეტი ბარგი,
რომ წამოჰკიდა ამ ცხოვრებამ გაუხარელმა, გახდა უხეში რომ დაძლიოს რისხვა და ელვა,
რომ გადარჩეს და დაიფაროს, ვინც აბარია, ყველა კუთხეში მოიაროს მთა და ბარია!
რად მიესაჯა, შუბლზე ოფლით ჭამე პურიო, დღე გედგეს მრეში, შიგ ნაცარი უნდა ურიო?
ადამიანს კი ენატრება, რომ ჰქონდეს ფრთები, არ იყოს ლეში, ნახოს, ბნელში როგორ ენთები!
სოფლის უფალი - ბოროტია და მატყუარა, არის ხენეში, მთელს ცხოვრებას გადაუარა!
ადამიანს კი ენატრება, იყოს კეთილი, ვით კვირტი - ხეში… ყოფაა მწარე რამ გაკვეთილი.
ჰო, ადამიანს ენატრება, რომ იყოს კარგი. ამ სიბერეში ლექსის თხზვაა - გართობის დარგი.
რაღაც აზრები, სახეები - ზედ დასაქარგი. ცოდვავ, შემეშვი, არც საშოვნელი დამრჩა რამე, არც დასაკარგი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|